1739022672
მცირე ზომის თვითმფრინავი ავტომაგისტრალზე ავარიულად დაეშვა და ავტობუსს შეეჯახა - შემთხვევის შედეგად ბრაზილიაში სულ მცირე 2 ადამიანი დაიღუპა
![ავიაკატასტროფა ავიაკატასტროფა](https://primetime.ge/uploads/files/2025/02/08/111581/aviakatastrofa_w_h.jpeg)
ბრაზილიაში, სან-პაულოში, მცირე ზომის თვითმფრინავი ავტომაგისტრალზე ავარიულად დაეშვა და ავტობუსს შეეჯახა, რის შედეგადაც სულ მცირე 2 ადამიანი დაიღუპა. ინფორმაციას bild-ი ავრცელებს.
მედიის ცნობით, შემთხვევის შედეგად 2 ქვეითად მოსიარულეც დაშავდა.
შემთხვევა პარასკევს, ადგილობრივი დროით დილის 7:20 საათზე მოხდა. თვითმფრინავის ავტობუსთან შეჯახების შემდეგ ორივე სატრანსპორტო საშუალებას ცეცხლი გაუჩნდა. ადგილობრივები აცხადებენ, რომ ძლიერი აფეთქების ხმა გაიგეს, რის შემდეგაც კვამლის სქელი ღრუბელი გამოჩნდა.
მედიის ინფორმაციით, ავტობუსში მგზავრები არ იმყოფებოდნენ. ჯერჯერობით უცნობია რამდენი ადამიანი იმყოფებოდა თვითმფრინავში.
წყარო: rustavi2.ge