„სეტყვა იცვლება და შეიძლება უფრო საშიში და მეტი ზიანის მომტანი გახდეს“ - რა აჩვენა ორმა კვლევამ
1781020574
მწერალ სალმან რუშდის ნიუ იორკში, ჩაუტაუკუას ინსტიტუტში სიტყვით გამოსვლამდე თავს დაესხნენ, - ამის შესახებ უცხოური მედია წერს.
თვითმხილველები ამბობენ, რომ დაინახეს, როგორ მივარდა სცენაზე მდგომ რუშდის მამაკაცი და მას მუშტით ან დანით თავს დაესხა. სოციალურ ქსელში ვრცელდება ვიდეო, როგორ მირბიან სცენისკენ ღონისძიების მონაწილეები ინციდენტის შემდეგ.
თვითმხილველები აცხადებდნენ, რომ 75 წლის მწერალმა სცენიდან გასვლა დარბაზში მყოფი პირების დახმარებით შეძლო და თავდამსხმელი ამ დროისთვის დაკავებულია.
ამჟამად მწერლის ჯანმრთელობის მდგომარეობა უცნობია.