„მზესავით ანათებდი და მჯერა, იქაც კაშკაშებ..." - გუდაურის ტრაგედიისას დაღუპული ყველაზე ახალგაზრდა მფრინავი დღეს 25 წლის გახდებოდა

andro

გუდაურში მომხდარი ტრადეგიისას დაღუპული ყველაზე ახალგაზრდა მფრინავი დღეს 25 წლის გახდებოდა. 

 ანდრო ქუჯოშვილს მეგობრები იხსენებენ და დაბადების დღეს ემოციური პოსტებით ულოცავენ:

"25 შეუსრულებელი წელი. გილოცავ, ჩემო ლომო ბიჭო. მზესავით ანათებდი სულ და მჯერა უფალთანაც მზესავით კაშკაშებ. მოუშუშებელი ტკივილი ხარ, ჩემო პატარა ძამიკო. შენი ლამაზი სულისთვის ვლოცულობთ, ჩვენო ბიჭო. ყველას გვენატრები. მშვიდად განისვენე".

"დაბადების დღეს გილოცავ, ანდრო, ძალიან ძნელია, თითქმის შეუძლებელი, იმის გაზიარება, რომ ფიზიკურად ჩვენს გვერდით აღარ ხარ. ძალიან გვაკლიხარ. ძალიან გვიყვარხარ და გვენატრები".

,,ამ დღეს ბევრი უნდა დაგველია და ძაან მაგრად უნდა გაგვეტარებინა ეს დღე, გილოცავ ჩემო ძმაკაცო მთელი გულით მიყვარხარ და მენატრები".

"გილოცავ, ოქროს კაცო. ჩვენ გულებში ხარ. ეს დღე სულ სხვაგვარი უნდა ყოფილიყო", - წერენ სოციალურ ქსელში ანდრო ქუჯოშვილის მეგობრები.

შეგახსენებთ, რომ 29 ივლისს, გუდაურში პარაპლანი კლდეს შეეჯახა. შემთხვევის შედეგად დაშავდა პარაპლანისტი, ტურისტი კი დაიღუპა. კატასტროფა განიცადა სამაშველო ვერტმფრენმაც, რომელიც დაშავებულების დასახმარებლად წავიდა.​ ვერტმფრენმა მართვა დაკარგა, ჩამოვარდა და აფეთქდა.

სამაშველო ვერტმფრენის ბორტზე ეკიპაჟის 4 წევრი, 2 მაშველი და 2 მედიკოსი იმყოფებოდა.