VIDEO: მაქსიმ გალკინმა მისთვის ყველაზე საყვარელი ქართული სიმღერა დაასახელა და გამომწერებს უმღერა
1740247052
რუსები უკრაინის პრეზიდენტის ვოლოდიმირ ზელენსკის წინააღმდეგ პროვოკაციას ამზადებენ. გარდა ამისა, უკრაინის დამოუკიდებლობის დღეს, 24 აგვისტოს, შესაძლებელია რუსეთის ფედერაციის მხრიდან პროვოკაციები. ამის შესახებ ეროვნული უსაფრთხოებისა და თავდაცვის საბჭოს მდივანმა, ალექსეი დანილოვმა განაცხადა.
„ისინი ამას ყოველთვის აკეთებენ. ჩვენ უამრავ მსგავს რამეს გავდივართ, ვმუშაობთ წინსწრებით. ასევე გვაქვს ინფორმაცია მტრის გეგმების შესახებ თითქმის ყველა სფეროში", - თქვა მან.
დანილოვმა დასძინა, რომ შეიძლება ყველაფერი არ იყოს კონტროლირებადი, მაგრამ ეს ნორმალურია ომში. ამასთან, ეროვნული უშიშროებისა და თავდაცვის საბჭოს მდივანმა დარწმუნებით თქვა, რომ სპეციალისტები მუდმივად მუშაობენ მტრის გეგმების გასარკვევად.