„უდიდესი ტრაგედია დაგვატყდა თავს, ჩვენი გიო აღარ გვყავს...“ - ვრცელდება სამწუხარო ინფორმაცია
1767898043
„მსურველთა კოალიცია“, აშშ-სა და უკრაინის მონაწილეობით, საკოორდინაციო ცენტრის შექმნაზე შეთანხმდა.
უკრაინული მედიის ცნობით, ცენტრი დასავლელი მოკავშირეებისგან უკრაინის უსაფრთხოების გარანტიებზე იქნება პასუხისმგებელი.
დეკლარაციის პროექტი, რომელსაც „მსურველთა კოალიციის“ წევრები მოაწერენ ხელს, უკრაინისთვის მტკიცე და ხანგრძლივი მშვიდობის მისაღწევად გარანტიების შექმნას გულისხმობს. დეკლარაციის პროექტში ასევე ნათქვამია, რომ შეერთებულმა შტატებმა უნდა აიღოს ვალდებულება, მხარი დაუჭიროს ევროპულ „კოალიციურ“ ძალებს უკრაინაზე თავდასხმის შემთხვევაში.
ცნობისთვის, საფრანგეთის დედაქალაქში მიმდინარეობს „მსურველთა კოალიციის“ შეხვედრა, რომელსაც ესწრებიან ევროკავშირის ქვეყნების ლიდერები, უკრაინის პრეზიდენტი ვოლოდიმირ ზელენსკი, აშშ-ის პრეზიდენტის წარმომადგენლები – სტივ უიტკოფი და ჯარედ კუშნერი.