„გიორგი მამარდაშვილზე რატომ აგიგორეს ჭორი...“ - რას პასუხობს ალექსანდრა პაიჭაძე გამომწერებს
1744832942
საერთაშორისო უფლებადამცველი ორგანიზაციის „ამნესთი ინთერნეშენალის“ მონაცემით, 2024 წელს მსოფლიოში სიკვდილით დასჯის შემთხვევებმა 1 500-ს გადააჭარბა, რაც ბოლო 10 წლის განმავლობაში, ყველაზე მაღალი მაჩვენებელია.
ამასთან, როგორც ანგარიშშია აღნიშნული, ზოგიერთი ქვეყანა უარს ამბობს, მონაცემების გაზიარებაზე, რის გამოც ვარაუდობენ, რომ რეალურად სიკვდილით დასჯილთა რიცხვი შესაძლოა, რამდენიმე ათასით იყოს მეტი.
ორგანიზაციის მონაცემით, სიკვდილით დასჯის შემთხვევათა 90% ირანზე, საუდის არაბეთსა და ერაყზე მოდის. მხოლოდ ირანში გასულ წელს სიკვდილით 972 ადამიანი დასაჯეს. სიაში მეორე ადგილს საუდის არაბეთი იკავებს 853 შემთხვევით, რაც 2023 წელთან შედარებით, გაორმაგებული რიცხვია.
თუმცა, „ამნესთი ინთერნეშენალი“, ყოველწლიურ ანგარიშში აღნიშნავს, რომ სიკვდილით დასჯის შემთხვევებით მსოფლიოში პირველ ადგილზე ჩინეთია, სადაც ათასობით ადამიანის მიმართ იყენებენ სასჯელის უმკაცრეს ფორმას, თუმცა ქვეყანა, მონაცემების გასაჯაროებაზე უარს ამბობს.
სიკვდილით დასჯა ასევე ფართოდ გამოიყენება ჩრდილოეთ კორეასა და ვიეტნამშიც.
ორგაზანიზაცია აღნიშნავს, რომ საუდის არაბეთში სიკვდილით დასჯას პოლიტიკური დისიდენტების ხმათა ჩასახშობად იყენებენ. ასევე ფართოდ გამოიყენება შიიტი უმცირესობის დასასჯელად, რომლებიც მონაწილეობას იღებდნენ 2011 და 2013 წლების ანტისახელისუფლებო აქციებში.
სინგაპურსა და ჩინეთში, სიკვდილით დასჯის ფორმა გამოიყენება ასევე ნარკოტიკული საშუალებებით გასამართლებულთა წინააღმდეგაც.
აშშ რჩება ერთადერთ დასავლური დემოკრატიის მქონე ქვეყნად, სადაც სიკვდილით დასჯის ფორმა კვლავ მოქმედებს. აქ გასულ წელს 25 ადამიანი დასაჯეს სიკვდილით.