LIVE: დაიწყო ისტორიული შეხვედრა, რომელიც მთელი მსოფლიოს ინტერესშია
1755284991
ენდრიუსის ავიაბაზიდან ალასკის შტატის მიმართულებით ""ეარ ფორსის"" თვითმფრინავი უკვე გაფრინდა.
უკრაინაში ომის დასრულების და რუსულ მხარესთან დაგეგმილი მოლაპარაკებების შესახებ თეთრი სახლის ლიდერმა ჟურნალისტებთან ბორტზე ისაუბრა, თქვა, რომ პუტინთან უკრაინაში ცეცხლის შეწყვეტის სანაცვლოდ ტერიტორიების გაცვლის საკითხს განიხილავს.
ალასკის ქალაქ ანკორიჯში, ელმენდორფ-რიჩარდსონის ავიაბაზაზე, დონალდ ტრამპთან ერთად, რუსეთის დელეგაციასთან შესახვედრად გაემგზავრა, შეერთებული შტატების სახელმწიფო მდივანი მარკო რუბიო, ვაჭრობის და ფინანსთა მინისტრები და და "სი აი ეი-ს" დირექტორი.
ალასკაში იმყოფება რუსეთის დელეგაცია. მედიის წარმომადგენლებთან რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრი, სერგეი ლავროვი მაისურით გამოვიდა, რომელზეც საბჭოთა კავშირის აბრევიატურა იყო გამოსახული.
მედიასთან სამიტის შესახებ რუსული დელეგაციის წევრებმა, ეკონომიკის მინისტრმა, ანტონ სილუანოვმა და პუტინის სპეციალურმა წარმომადგენელმა, კირილ დმიტრიევმა ისაუბრეს.
რუსეთის სამთავრობო დელეგაციას სახელმწიფო მედიების წარმომადგენელი ჟურნალისტები ჩამოჰყვნენ. ამერიკულმა მხარემ მათთვის საცხოვრებელი სივრცე სპორტული მოედნის ტერიტორიაზე მოაწყო.
ანკორიჯში, ტრამპი-პუტინის შეხვედრის მზადება საპროტესტო აქციების ფონზე მიმდინარეობს. დემონსტრანტები შტატებში რუსეთის პრეზიდენტის ვიზიტს აპროტესტებენ და უკრაინას მხარდაჭერას უცხადებენ.
მოლაპარაკებებს ეხმაურება ოფიციალური კიევი, ვოლოდიმირ ზელენსკი აცხადებს, რომ სამშვიდობო პროცესში უკრაინას ამერიკის იმედი აქვს.
პუტინი ამერიკის შეერთებულ შტატებში მაგადანიდან გაფრინდა. აეროპორტში მას ტრამპი დახვდება. ორმხრივი შეხვედრა მისი ჩასვლიდან ნახევარ საათში დაიწყება. მოლაპარაკებები დახურულ კარს მიღმა გაიმართება, როგორც პირისპირ, ისე დელეგაციებს შორის. სამიტის დასრულებისთანავე, ტრამპი ზელენსკის და ევროპელ ლიდერებს დაურეკავს.