მსოფლიო საპატრიარქოს დელეგაცია საქართველოშია

მსოფლიო საპატრიარქოს დელეგაცია

 მსოფლიო საპატრიარქოს ოფიციალური დელეგაცია საქართველოშია - ინფორმაციას "მსოფლიო საეკლესიო სიახლენი" ავრცელებს.

როგორც გავრცელებულ ტექსტში ვკითხულობთ, დელეგაცია რომელიც კათოლიკოს-პატრიარქ შიო III-ს უკვე შეხვდა, სამების საკათედრო ტაძარში წირვას დაესწრება.

"2026 წლის 16 მაისს მსოფლიო საპატრიარქოს დელეგაცია, რომელსაც ინგლისის მიტროპოლიტი ნიკიტა ხელმძღვანელობს საქართველოს ახალ პატრიარქს შეხვდა.

საპატრიარქოს ცნობით, ხვალ 17 მაისს სხვადასხვა მართლმადიდებლური ეკლესიების წარმომადგენლები ერთობლივ წირვაში მიიღებენ მონაწილეობას.

საკვირაო წირვას კათოლიკოს-პატრიარქი შიო მესამე გაუძღვება." - ვკითხულობთ ინფორმაციაში.