იტალიაში 22 წლის ქართველი კაცი პოლიციელზე თავდასხმისთვის დააკავეს
1771517839
მინახავს რამდენიმე შესანიშნავი კორპორაციული საბჭო, მაგრამ ისინი უმნიშვნელოა „მშვიდობის საბჭოსთან“ შედარებით – ამის შესახებ აშშ-ის პრეზიდენტმა, დონალდ ტრამპმა „მშვიდობის საბჭოს“პირველ შეხვედრაზე განაცხადა, რომელსაც მსოფლიოს 40-ზე მეტი ქვეყნის ლიდერი ესწრება.
აშშ-ის პრეზიდენტის თქმით, ახლა მთელი მსოფლიოს ყურადღება შეერთებული შტატებისკენ არის მიმართული, სადაც „მშვიდობის საბჭოს“ ჩამოყალიბება ხდება.
„ეს მნიშვნელოვანი დღეა და ბევრი ადამიანი აკვირდება მას, განსაკუთრებით სხვა ქვეყნებიდან, რადგან ჩვენ ლიდერების დიდი ჯგუფი გვყავს. ორგანიზაციას „მშვიდობის საბჭო“ ჰქვია. ჩვენ მის შექმნას ვაპირებთ. ჩვენ ნამდვილად კარგ საქმეს ვაკეთებთ. ეს მარტივად სათქმელი სიტყვაა, თუმცა რთული მისი შესრულებაა“, – განაცხადა ტრამპმა.
დონალდ ტრამპის თქმით, აშშ-ის პრეზიდენტის მოვალეობის დაწყებიდან ერთ წელიწადში რვა ომი დაასრულა, მეცხრეს დამთავრება კი ყველაზე რთული აღმოჩნდა.
„ჩვენ გვაქვს პირველი წელი, როგორიც ალბათ არასდროს ყოფილა ჩვენს ქვეყანაში, რადგან რვა ომი მოვაგვარეთ. ვფიქრობ, მეცხრე უფრო რთული აღმოჩნდა. მეგონა, რომ ეს ყველაზე მარტივი იქნებოდა, მაგრამ ომის დროს არასდროს იცი, რა არის ადვილი და რა – არა. ჩვენ შესანიშნავი ურთიერთობა გვქონდა და ბევრ ადამიანთან დავმეგობრდი. ჩვენ ერთად ვმუშაობთ ქვეყანასთან ომების დასრულებაზე. ზოგიერთი ომი 32 წელი გაგრძელდა, ზოგი – 32, 34 და ერთი – 37 წელი. ეს დიდი დროა. თითოეული მათგანი დაახლოებით ორ დღეში დავასრულეთ. თუმცა ჩვენ სხვა სამუშაოც გვაქვს გასაკეთებელი და ამას ვაკეთებთ. ღაზა ძალიან რთულია. მინდა, მადლობა გადავუხადო სტივს და ჯარედს საოცარი სამუშაოსთვის; ასევე, მარკო რუბიოს და ჯეი დი ვენსს, ეს შესანიშნავი გუნდია“, – განაცხადა ტრამპმა.