1771355340
ნინო ლაცაბიძე - ,,პრემიერ-მინისტრთან შეხვედრაზე, ის გრძელვადიანი გეგმები განვიხილეთ, რომელთა განხორციელებაც, ახალ შესაძლებლობებს შექმნის ჩვენს ქალაქებსა და სოფლებში"
,პრემიერ-მინისტრთან შეხვედრაზე, ის გრძელვადიანი გეგმები განვიხილეთ, რომელთა განხორციელებაც, ახალ შესაძლებლობებს შექმნის ჩვენს ქალაქებსა და სოფლებში" - ამის შესახებ რუსთავის მერმა ნინო ლაცაბიძემ, მუნიციპალუტეტების მერებთან, საკრებულოების თავმჯდომარეებთან და სახელმწიფო რწმუნებულებთან, პრემიერ-მინისტრის ირაკლი კობახიძის შეხვედრის დასრულების შემდეგ განაცხადა.
მისი თქმით, მსგავსი შეხვედრები, მუნიციპალიტეტების გაძლიერებას ემსახურება. “საქართველოს პრემიერ-მინისტრის და მთავრობის მხარდაჭერა, ადგილობრივ თვითმმართველობებს გვაძლევს შესაძლებლობას, დავძლიოთ ყველა ის გამოწვევა, რაც ჩვენს ქალაქებში და სოფლებში გვაქვს. პრემიერთან შეხვედრაზე, დღეს სწორედ ის გრძელვადიანი გეგმები განვიხილეთ, რომელთა განხორციელებაც, ახალ შესაძლებლობებს შექმნის ჩვენს ქალაქებსა და სოფლებში. რაც ყველაზე მთავარია, გვეძლევა შესაძლებლობა, მოსახლეობის მოთხოვნები შევასრულოთ და ჩვენი ქალაქები განვითარების ახალ ეტაპზე გადავიყვანოთ."- განაცხადა რუსთავის მერმა ნინო ლაცაბიძემ, პრემიერ მინისტრთან გამართულ შეხვედრაზე.












