მონტანის შტატის უზენაესმა სასამართლომ მხარი დაუჭირა ტრანსგენდერი მოზარდების უფლებას, რომ სქესის შეცვლის მიზნით საჭირო სამედიცინო პროცედურებს მიმართონ

მონტანის შტატი

აშშ-ის მონტანის შტატის უზენაესმა სასამართლომ მხარი დაუჭირა ტრანსგენდერი მოზარდების უფლებას, რომ სქესის შეცვლის მიზნით საჭირო სამედიცინო პროცედურებს მიმართონ.

კერძოდ, უზენაესმა სასამრთლომ ძალაში დატოვა ქვედა ინსტანციის სასამართლომს მიერ იმ კანონპროექტის დაბლოკვა, რომელიც 18 წლამდე ასაკის ტრანსგენდერებისთვის ჰორმონალურ თერაპიასა და სქესის შეცვლის ქირურგიულ ოპერაციას აკრძალავდა. აღნიშნული კანონპროექტი რესპუბლიკელმა კონგრესმენებმა შეიმუშავეს.

ტრანსგენდერი მოზარდებისთვის სქესის შეცვლის ჰორმონალური თუ ოპერაციული ჩარევები ამერიკის 26-მა შტატმა აკრძალა, თუმცა ამ რეგულაციების უმეტესობა სასამართლოოშია გასაჩივრებული, მათ შორის ერთ-ერთი პრეზიდენტ ჯო ბაიდენის ადმინისტრაციის მიერ.