1747811762
მომავალ კვირას, აშშ-ის პრეზიდენტის გუნდი უკრაინაში ცეცხლის შეწყვეტის შესახებ მოლაპარაკებებისთვის ლონდონში გაემგზავრება - კიტ კელოგი

მომავალ კვირას აშშ-ის პრეზიდენტის, დონალდ ტრამპის გუნდი უკრაინაში ცეცხლის შეწყვეტის შესახებ მოლაპარაკებებისთვის ლონდონში გაემგზავრება, – ამის შესახებ Fox News-თან ინტერვიუში აშშ-ის პრეზიდენტის სპეციალურმა წარმომადგენელმა, კიტ კელოგმა განაცხადა.
კელოგის თქმით, პარიზში გამართული შეხვედრის დროს უკრაინისა და აშშ-ის დელეგაციები "საუბრობდნენ ცეცხლის შეწყვეტის პოტენციურ შესაძლებლობაზე".
ლონდონში დაბრუნების მიზეზი კი კელოგის თქმით, შეთანხმებების დასრულებაა.