რას წერდა ზურა კენჭიაშვილი, იგივე Mr. Zura, დაკავებამდე სოციალურ ქსელში
1790452284
არცერთ პროდუქტს არ შეუძლია ცალკე, დამოუკიდებლად მოაწესრიგოს ქოლესტერინის მაღალი დონე, თუმცა ზოგიერთ მათგანს ზემოქმედება უფრო მეტად შეუძლია, ვიდრე სხვებს. დიეტოლოგები ამტკიცებენ, რომ ქოლესტერინის კონტროლის ერთ-ერთი საშუალება დარიჩინია, წერს EatingWell.
გამოცემაში აღნიშნულია, რომ ეს ნაწილობრივ უკავშირდება იმას, რომ ქოლესტერინის მაღალი დონე ხშირად ასოცირდება გლუკოზის მომატებულ დონესთან, ხოლო ჟურნალ Phytotherapy Research-ში გამოქვეყნებულმა კვლევამ დაამტკიცა, რომ დარიჩინი დიაბეტის მქონე ადამიანებში სისხლში შაქრის დონის შემცირებას უწყობს ხელს.
გარდა ამისა, სტატიაში ნათქვამია, რომ დარიჩინს ანთების საწინააღმდეგო თვისებები აქვს, ხოლო მისი გამოყენება ცხიმების, შაქრისა და მარილის შემცვლელად ან ალტერნატივად, რაციონს გულისთვის უფრო სასარგებლოს ხდის.
სტატიის ავტორმა, სერტიფიცირებულმა დიეტოლოგმა ბარბი ჩერვონიმ განმარტა, რომ დარიჩინი შეიცავს ისეთ ნაერთებს, როგორებიცაა დარიჩინის ალდეჰიდი და დარიჩინმჟავა. დარიჩინის ქერქი ასევე შეიცავს სხვა ბიოლოგიურად აქტიურ ნაერთებს – კატექინებსა და პროციანიდინებს, რომლებიც, Journal of Functional Foods-ში გამოქვეყნებული კვლევის მონაცემებით, ანტიოქსიდანტური და ანთების საწინააღმდეგო თვისებებით გამოირჩევიან.
ჟურნალ Frontiers in Physiology-ში გამოქვეყნებულ მეტაანალიზში მკვლევრებმა შეისწავლეს 15 რანდომიზებული კონტროლირებადი კლინიკური კვლევა, რომლებშიც მონაწილეები იღებდნენ დარიჩინის ფხვნილს ან დარიჩინის ექსტრაქტს 1-დან 6 გრამამდე დოზით — წინა რაციონის, ფიზიკური აქტივობისა და მედიკამენტების მიღების გათვალისწინებით. 15 კვლევაში, სადაც დაკვირვების ხანგრძლივობა 40 დღიდან 4 თვემდე მერყეობდა, იმ ჯგუფში, რომელიც დარიჩინს იღებდა, დაბალი სიმკვრივის ლიპოპროტეინების („ცუდი“ ქოლესტერინის) და ტრიგლიცერიდების დონე შემცირდა პლაცებოს ჯგუფთან შედარებით.