მოლდოვაში ჩატარებული არჩევნები არც დემოკრატიული და არც სამართლიანი იყო, მაია სანდუ მოლდოველების უმრავლესობას არ აურჩევია - პესკოვი

დიმიტრი პესკოვი

რუსეთის პრეზიდენტის პრესმდივნის, დიმიტრი პესკოვის განცხადებით, მოლდოვაში ჩატარებული არჩევნები არც დემოკრატიული და არც სამართლიანი იყო.

რაც შეეხება არჩევნებში გამარჯვებულ მაია სანდუს, პესკოვის თქმით, ის არ არის ქვეყნის პრეზიდენტი, რადგან მოლდოველების უმრავლესობას არ აურჩევია.

კრემლის წარმომადგენლის განმარტებით, რუსეთში მცხოვრებ ასობით ათას მოლდოველს არ მიეცა ხმის მიცემის საშუალება, განსხვავებით დასავლეთში მცხოვრები მოლდოველებისგან, რომელთა ხმები მისი გამარჯვებისთვის გადამწყვეტი იყო.

პესკოვის თქმით, კრემლი მაია სანდუს ლეგიტიმურ პრეზიდენტად არ აღიარებს.

„ეს არჩევნები არც დემოკრატიული იყო და არც სამართლიანი. რაც შეეხება ქალბატონ სანდუს, თქვენ იცით, ჩვენი გაგებით, ის არ არის თავისი ქვეყნის პრეზიდენტი, რადგან თავად ქვეყანაში მოსახლეობის უმრავლესობას მისთვის ხმა არ მიუცია, ჩვენ ვსაუბრობთ ძალიან, ძალიან გახლეჩილ საზოგადოებაზე. ეს წინააღმდეგობები აუცილებლად გაგრძელდება“, – განაცხადა პესკოვმა.