მოდერნისტული სასტუმრო თუ გამოქვაბული? - კაცმა კლდეებში ოცნების სასტუმრო მოაწყო (ფოტოები)

kreta

"ზაფხულის ცხელი დღეების გასატარებლად მსოფლიოში უამრავი ადგილია, თუმცა კრეტაზე, ჩანაიში უცნაურ სოფელში ბუნებრივ  პირობებში მოწყობილი სასტუმრო, ნამდვილად იშვიათია.

მარტივია ფეშენებელურ სასტუმროში განთავსება, თუმცა გამოქვაბულში აპარტამენტის პოვნა რაღაც განსაკუთრებულია!

მსოფლიო მედია აალაპარაკა კაცმა, რომელმაც ხანიის პრეფექტურაში, სოფელ კალივიანში გამოქვაბული იყიდა, სადაც ჯერ სახლი მოაწყო, მერე პროდუქტების შესანახ საწყობად იყენებდა, 2017 წელს კი, კვლავ გაარემონტა და სურეალისტურ სივრცედ გადააკეთა. 

მთავარი მახასიათებელი გამოქვაბულია, კლდეებში მოწყობილი სასტუმრო უკვე მთელი წლის განმავლობაში დაჯავშნულია.

გამოქვაბულში არის სასადილო ოთახი, სამზარეულო, ტელევიზორი და აქვს ლამაზი აივანი, რომელსაც ხედი აქვს კისამოსის ყურესა და მთებზე. 

და თუ ზაფხულში იქ იქნებით, ის ძალიან ახლოს არის ბალოსის ლაგუნასთან, რომელიც დასახელდა ევროპის ერთ-ერთ საუკეთესო პლაჟად, ახლოს არის ცნობილი ფალასარნას პლაჟი და კიდევ უფრო ახლოს ნახავთ რამდენიმე პატარა პლაჟსაც.

გამოქვაბულში დღე-ღამის გატარების ღირებულება დაახლოებით, 50 - 55 ევროა, თუმცა გამოცდილება ფასდაუდებელი!" - წერს მედია.