VIDEO: 7 წლის ბიჭი, რომელიც სტიქიის დროს სოფლის ღელეში ჭყუმპალაობდა, ზღვაზე დასვენებაზე ოცნებობს

ჭყუმპალაობს

7 წლის დაჩი ოყუჯავა,  25 წლის დედასთან ერთად ზუგდიდის მუნიციპალიტეტ სოფელ ჭაქვინჯში ცხოვრობს.

სამეგრელოში რამდენიმე დღის წინ მოსული უხვი ნალექის დროს გადაღებულმა ვიდეომ, მთელი სოციალური ქსელი მოიცვა. ბიჭუნა დეიდაშვილ გოგონასთან ერთად სახლთან ახლოს მდებარე ღელეში ჭყუმპალაობდა.

"აი დაჩი, ხომ აგისრულე ოცნება, ხომ განახე ზღვა", - ამბობს ვიდეოში დაჩის დედა ნინო ჯალაღონია.

თითქოსდა მხიარულ დაჩის არცთუ ისე მხიარული ისტორია აქვს.  ამია შესახებ "პრაიმტაიმს" მისი დედა უყვება.

„დაჩი სამი წლის იყო, მამა რომ დაეღუპა. იგი ყოველ კვირა აკითხავს მამის საფლავს, მიუხედავად იმისა, რომ საფლავი ბევრად მოშორებით, სოფელ ცაცხვში მდებარეობს.

სტიქიის დღეს 5 წუთით გამეპარა და იმ დროს მივუსწარი, ღელეში რომ ჭყუმპალაობდა.

ჩემს ძმას ვუგზავნიდი ვიდეოს და გადავიღე, დასადებად არც მქონდა გათვალისწინებული.

არ მეგონა, ასე რომ მოხდებოდა და ცოტა ვნერვიულობ ცუდ კომენტარებზე.

ერთი შვილი მყავს, რომელსაც ობლად ვზრდი და ბულინგი არ მინდა. დაჩი მარტო სწავლასა და თამაშზე ფიქრობს. 

მაგრამ სულ ამბობს, რომ გაიზრდება დაეხმარება ობოლ ბავშვებს. სადმე ქუჩაში, რომ ნახავს მიტოვებულ ლეკვებს ან კატებს სახლში  მოჰყავს, ეცოდება. მე მამა არ მყავსო და ამათ დედა არ ჰყავსო.

ამას წინათ მეუბნებოდა ველოსიპედი მინდაო, მაგრამ ვიციო, არ გაქვს შესაძლებლობაო, რომ მიყიდოო",-ამბობს ჩვენთან საუბრისას დაჩის დედა. 

"რაც ჩემი მეუღლე დაიღუპა, ჩემს მშობლებთან ვცხოვრობ ჭაქვინჯში, მაგრამ დედაც ავადმყოფი  მყავს და მამაც. დაჩის ჯანმრთელობის პრობლემა აქვს, საოპერაციოა, მაგრამ მაგის ფული არ მაქვს. თან ასაკობრივია და დროზე უნდა გაკეთდეს.

მე და ჩემი მშობლები რაც შეგვიძლია არაფერს ვაკლებთ... ბაღი წარჩინებით დაამთავრა, სკოლაში ჩავირიცხეთ...ყველაფერი აინტერესებს, ცნობისმოყვარე ბავშვია. მერიაც ერთჯერადად დაგვეხმარა, ყურადღებას გვაქცევენ, სოციალურიც ერიცხება დაჩის 100 ლარი, მაგრამ სასკოლოდ ბევრი უნდა, რაშიც შეზღუდულები ვართ",-ამბობს დედა.

„ზღვაზე თვეების იყო, რომ მყავდა, ახლა კი მეხვეწება ისე უყვარს წყალი, ზღვა მაჩვენეო, "ბასეინიო", აბა როგორ...იქნებ კეთილმა ადამიანებმა აუსრულონ დაჩის ეს ოცნება, მუდამ მადლიერი ვიქნები მათი", - ასე გვემშვიდობება 7 წლის დაჩის დედა.