პირველი დეკემბრიდან ახალი წესები ამოქმედდება - გაფრთხილება მძღოლებს
1732309879
პრინცი ჯორჯი და პრინცესა შარლოტა ლონდონის Thomas' Battersea-ს სკოლაში დადიან, რომელიც 8 ივლისს მთავრდება. და მათი უმცროსი ძმა, პრინცი ლუი Willcocks-ის საბავშვო ბაღში დადის, სადაც არდადეგები 6 ივლისს დაიწყო.
სამეფო ოჯახის თაყვანისმცემლებს აინტერესებთ, სად გეგმავს ოჯახი დროის გატარებას.
მიმდინარე წლის მარტში უელსში, თხის ფერმაში ვიზიტის დროს, ჰერცოგინიამ გაამხილა, თუ როგორ ეხმარებოდა პრინცი ჯორჯი მამულში ადამიანებს.
სამეფო მამულში პრინცი ჯორჯი ზაფხულის არდადეგების დროს ფერმერებს ცხოველების მოვლაში დაეხმარება, იზრუნებს მათზე და გამოკვებავს. ამ გზით მშობლები ცდილობენ, ბავშვებმა შრომა ისწავლონ და ცხოველებიც შეიყვარონ.
ასე რომ, როგორც ჩანს, სამეფო მამულში ყველა საყოფაცხოვრებო როლი ინტერესების მიხედვით ნაწილდება.