მობილიზაციის გამოცხადების შემდეგ, მოსკოვი ქალთა ქალაქად გადაიქცა - The New York Times

moskovi

"მობილიზაციის გამოცხადების შემდეგ, მოსკოვი ქალთა ქალაქად გადაიქცა",- ამის შესახებ  The New York Times წერს.

„ბოლო კვირების განმავლობაში რუსეთის დედაქალაქი მოსკოვი გადაიქცა ქალთა ქალაქად, რესტორნებში, მაღაზიებსა და საპარიკმახეროებში მამაკაცები თითქმის არ არიან. ისინი ან ომში წავიდნენ უკრაინაში, ან მობილიზაციას ემალებიან.

მას შემდეგ, რაც უკრაინაში რუსეთი შეიჭრა, რესტორნების, ძვირად ღირებული მაღაზიების და სალონების პატრონებმა მოსკოვი დატოვეს. თუ ვსაუბრობთ მთელი რუსეთის მასშტაბებზე, მაშინ საუბარია ასიათასობით კაცზე. სულ მცირე, 200 000 ადამიანი გაიქცა მეზობელ ყაზახეთში, სადაც რუსებს ვიზები არ სჭირდებათ. ასევე, რუსეთის ათიათასობით მოქალაქე გაიქცა საქართველოში, სომხეთში, აზერბაიჯანში, ისრაელში, არგენტინასა და დასავლეთ ევროპაში“, - წერს გამოცემა.