1741932481
მიუნხენის კონფერენციის მთავარი თემა იქნება უკრაინაში მიმდინარე ომი - მარკო რუბიო

აშშ-ის სახელმწიფო მდივნის, მარკო რუბიოს განცხადებით, მიუნხენის კონფერენციის მთავარი თემა უკრაინაში მიმდინარე ომი იქნება.
როგორც მარკო რუბიომ თქვა, „პრეზიდენტმა ტრამპმა მკაფიოდ განაცხადა, რომ უკრაინაში ომი უნდა დასრულდეს“.
სახელმწიფო მდივანმა აღნიშნა, რომ ომის დასრულება ყველას ინტერესებშია, ამიტომ ცხადია, რომ საკითხს საგარეო საქმეთა მინისტრებთან და სხვა ლიდერებთან განიხილავენ.
შეგახსენებთ, რომ მიუნხენში უსაფრთხოების კონფერენცია 14-16 თებერვალს ჩატარდება.
კონფერენციას დაესწრება აშშ-ის სახელმწიფო მდივანი მარკო რუბიო და ვიცე-პრეზიდენტი ჯეი დი ვენსი.
როგორც მედიისთვის არის ცნობილი, ჯეი დი ვენსი უკრაინის პრეზიდენტ ვოლოდიმირ ზელენსკისაც შეხვდება.