„ჰაერის ტემპერატურა +31 გრადუსამდე გათბება“ - უახლოესი დღეების პროგნოზი
1759434008
მიუნხენის აეროპორტმა მუშაობა განაახლა. ამის შესახებ ინფორმაციას „ბიბისი“ ავრცელებს.
გერმანული ავიაკომპანია Lufthansa-ს წარმომადგენელმა განაცხადა, რომ ფრენები უკვე განახლდა და აეროპორტი მუშაობს ჩვეულ რეჟიმში განაგრძობს.
ცნობისთვის, მიუნხენის აეროპორტთან ახლოს დრონების გამოჩენის გამო, აეროპორტმა ავიარეისები რამდენიმე საათით შეაჩერა. მიუნხენის აეროპორტის ვებგვერდზე გამოქვეყნებულ განცხადებაში აღნიშნული იყო, რომ გაუქმდა 17 რეისი და შეფერხდა 3 000 ადამიანის მგზავრობა. ამასთან, აეროპორტიდან კიდევ 15 ავიარეისი შტუტგარტში, ნიურნბერგში, ვენასა და ფრანკფურტში გადამისამართდა.