1732386875
მეუბნებიან, რომ რუსული გაზი ცუდია, მაგრამ არავინ მეუბნება, როგორ ჩავანაცვლო ის - უნგრეთის პრემიერი
„არავინ გვეუბნება, როგორ ჩავანაცვლოთ რუსული გაზი“,- ამის შესახებ უნგრეთის პრემიერ-მინისტრი ვიქტორ ორბანი სოციალურ ქსელში წერს.
უნგრეთის პრემიერ-მინისტრმა ევროკავშირის წევრი სახელმწიფოების ლიდერებს მოუწოდა, 20-21 ოქტომბერს დაგეგმილ სამიტზე რუსეთის მიმართ სანქციების პოლიტიკას გადახედონ.
„მეუბნებიან, რომ რუსული გაზი ცუდია, რომ ყიდვა უნდა შევწყვიტოთ, მაგრამ არავინ გვეუბნება, როგორ ჩავანაცვლოთ რუსული გაზი - ხვალ და არა ხუთ წელიწადში. ჩვენ უნდა ვაწარმოოთ ჩვენი ეკონომიკა, ეს აშკარაა“, - აცხადებს ორბანი.
They tell me Russian gas is bad. They tell me we should stop buying it. But nobody tells us how to replace Russian gas. Not in five years, but tomorrow. We need to run our economy, it’s as simple as that.
— Orbán Viktor (@PM_ViktorOrban) October 19, 2022