რა უძღოდა წინ ხელვაჩაურში ავარიას, რომელსაც 5 წლის ბავშვი ემსხვერპლა
1790623862
დანიის დედაქალაქ კოპენჰაგენის სავაჭრო ცენტრში სროლის შედეგად, სამი ადამიანი დაიღუპა. როგორც „ბიბისი“ დანიის პოლიციაზე დაყრდნობით წერს, თავდასხმის შედეგად არიან დაშავებულებიც, მათ შორის სამი ადამიანის მდგომარეობა კრიტიკულია.
22 წლის დანიელმა მამაკაცმა, რომელსაც თან ჰქონდა შაშხანა და საბრძოლო მასალა, სავაჭრო ცენტრის რამდენიმე ადგილას გახსნა ცეცხლი. დანიელი გამომძიებლები თავდამსხმელს დღეს დაკითხავენ.
დანიის პრემიერ-მინისტრმა, მეთე ფრედერიკსენმა ინციდენტს „სასტიკი თავდასხმა“ უწოდა. „ჩვენი ლამაზი და ჩვეულებრივ ასე უსაფრთხო დედაქალაქი წამის მეასედში შეიცვალა“, – თქვა დანიის მთავრობის ხელმძღვანელმა.