მეცნიერებმა გენეტიკური დაავადებისგან განკურნების მეთოდს მიაგნეს

დაავადება

მეცნიერებმა გენეტიკური დაავადებისგან განკურნების მეთოდს მიაგნეს. ინფორმაციას ამის შესახებ უცხოური მედია ავრცელებს. 

მეცნიერებმა, გენეტიკური დაავადების განკურნების მიზნით, ადამიანის ემბრიონზე მაღალი სიზუსტის "ქიმიური ოპერაცია" პირველად ჩაატარეს. მათ ადამიანის ემბრიონი, დნმ-ის კორექციის გზით, დეფექტისგან გაათავისუფლეს.

ჩინეთის სუნ იატსენის უნივერსიტეტში, მეცმიერებმა გამოიყენეს ახალი ტექნოლოგია სახელწოდებით "[აზოტის] ბაზების რედაქტირება, " რომელიც გენეტიკურ კოდში არსებული დარღვევის გამოსასწორებლად გამოიყენება.

მეცნიერებმა "ოპერაცია" ლაბორატორიაში ხელოვნურად შექმნილ ემბრიონებს ჩაუტარეს, რომელთა დნმ ბეტა-თალასემიას შეიცავდა. თალასემია სერიოზული გენეტიკური დაავადება, რომელიც ჰემოგლობინის სინთეზის მოშლას იწვევს.

ჯანმრთელი ადამიანის ჰემოგლობინის ჯაჭვების რაოდენობა თანაბარია. რომელიმე ჯაჭვში მომხდარი ცვლილება კი ბალანსის რღვევას იწვევს. ის ჯაჭვი, რომელიც დიდი რაოდენობით წარმოიქმნება, ერითროციტებში გროვდება. სწორედ მასზეა დამოკიდებული თალასემიის კლინიკური სურათი. ამის მიხედვით განასხვავებენ ალფა, ბეტა და გამა თალასემიებს. არსებობს შერწყმული ფორმებიც. ყველაზე ხშირია ბეტა თალასემია.

მეცნიერები აცხადებენ, რომ ახალი ტექნოლოგია მედიკოსებს სამომავლოდ ამ და სხვა მემკვიდრეობითი დაავადებების განკურნების შესაძლებლობას მისცემს.