უკრაინა პოლიტიკურად გვაშანტაჟებს ჩვენ და სლოვაკებს, არ არსებობს არანაირი მიზეზი იმისა, რომ ნავთობის ტრანსპორტირება არ განახლდეს - სიიარტო

 პიტერ სიიარტო

უნგრეთის საგარეო საქმეთა მინისტრი პიტერ სიიარტო აცხადებს, რომ უკრაინა უნგრეთსა და სლოვაკეთს პოლიტიკურად აშანტაჟებს და არ არსებობს მიზეზი, რის გამოც შეიძლება, რომ „დრუჟბას“ ნავთობსადენის მუშაობა არ აღდგეს.

„უკრაინა პოლიტიკურად გვაშანტაჟებს ჩვენ და სლოვაკებს. არ არსებობს არანაირი ტექნიკური, საინჟინრო ან ფიზიკური მიზეზი იმისა, რომ ნავთობის ტრანსპორტირება „დრუჟბას“ მილსადენით არ განახლდეს. ამას მხოლოდ პოლიტიკური მიზეზი აქვს. უკრაინელებს სურთ, რომ არჩევნებზე 1000 ფორინტი ბენზინის ფასით მივიდეთ და ამით პარტია „ტისას“ დავეხმაროთ, თუმცა სულელები არ ვართ!”,- წერს უნგრეთის საგარეო საქმეთა მინისტრი სოციალურ ქსელში.

სიიარტომ აღნიშნა, რომ მისი ქვეყანა „თავს დაიცავს“. უნგრეთის საგარეო საქმეთა მინისტრის თქმით, უნგრეთისა და სლოვაკეთისთვის ნავთობისა და საწვავის მიწოდება უზრუნველყოფილი იქნება.

„თუ უკრაინელები ჩარევას გააგრძელებენ, მზად ვიქნებით ახალი ერთობლივი საპასუხო ზომებისთვის”,- წერს სიიარტო და თავის სლოვაკ კოლეგასთან, იურაი ბლანართან ერთობლივ ფოტოს აქვეყნებს.