მეცნიერებმა ეკვადორში წვიმის ბაყაყის 6 ახალი სახეობა აღმოაჩინეს

ბაყაყი

მეცნიერებმა ეკვადორში წვიმის ბაყაყის 6 ახალი სახეობა აღმოაჩინეს. ინფორმაციას ამის შესახებ BBC ავრცელებს. 

გამოცემის ცნობით, აღმოჩენა ანდებში, ორი ეროვნული პარკის ტერიტორიაზე გაკეთდა. მეცნიერები აღნიშნავენ, რომ ახალი სახეობების წარმომადგენლები გაჩეხილი ტყეების მახლობლად იპოვეს, ამიტომ ისინი საფრთხის ქვეშ მყოფი სახეობების წითელ სიაში უნდა შეიტანონ.

ერთ-ერთ სახეობას მეცნიერებმა „რეზისტენცია“ (წინააღმდეგობა) დაარქვეს, გარემოს აქტივისტების პატივსაცემად, რომლებიც ლათინურ ამერიკაში მოკლეს.