მექსიკაში შეიარაღებულ თავდასხმას 10 ადამიანი, მათ შორის ბავშვი ემსხვერპლა

მექსიკა

მექსიკაში შეიარაღებულ თავდასხმას 10 ადამიანი, მათ შორის, ბავშვი ემსხვერპლა. შემთხვევა პუებლის შტატში მოხდა.

შეიარაღებულებმა ცეცხლი მოქალაქეებს მიზანმიმართულად გაუხსნეს. დამნაშავეთა ადგილსამყოფლის დადგენას მექსიკელი სამართალდამცველები ცდილობენ.

შტატის საზოგადოებრივი უსაფრთხოების სამინისტრომ პირობა დადო, რომ მკვლელობა დაუსჯელი არ დარჩება, თავდასხმის მოტივის დასადგენად, მიმდინარეობს გამოძიება.