მექსიკაში, ქარიშხალ "ბერილის" გამო, განგაშის წითელი დონეა გამოცხადებული

განგაშის წითელი დონე

მექსიკაში, ქარიშხალ "ბერილის" გამო, განგაშის წითელი დონეა გამოცხადებული. ინფორმაციას reuters-ი ავრცელებს.

მექსიკის სამოქალაქო დაცვის სააგენტოს მიერ გამოცხადებული "წითელი განგაში", "ბერილის" მაქსიმალურ საფრთხეზე მიუთითებს. ისინი მოსახლეობას სახლებში ან თავშესაფრებში დარჩენისკენ მოუწოდებენ.

მეტეოროლოგიური სამსახურების ცნობით, ქარიშხალს მე-2 კატეგორია აქვს მინიჭებული და მისი სიჩქარე საათში 175 კმ-ს აღწევს.

ქარიშხლის საფრთხის შესახებ გაფრთხილება, იუკატანის სანაპიროზე, პუერტო კოსტა მაიადან ქვეყნის საუკეთესო ტურისტულ დანიშნულებამდე კანკუნამდე, კოზუმელის ჩათვლით ვრცელდება.

პრეზიდენტმა ანდრეს მანუელ ლოპეს ობრადორმა, მოსახლეობას რომლებიც ქარიშხლის საფრთხის ქვეშ არიან, სიფრთხილისკენ და თავშესაფრებსა და სახლებში დარჩენისკენ მოუწოდა.

"ყველანაირი ყოყმანის გარეშე. მატერიალური ნივთების დაბრუნება შესაძლებელია. მთავარია სიცოცხლე", - წერს პრეზიდენტი სოციალურ ქსელში.