„ამ სახლიდან 17 მიცვალებული გაასვენეს... უმეტესობა ბავშვი და ქალი იყო“ - ელაშვილების ოჯახის ტრაგედია
1760472917
სამართალდამცველებმა მექსიკაში 4 ტონაზე მეტ ნარკოტიკს მიაგნეს. გავრცელებული ინფორმაციით, მეტამფეტამინი სინალოის შტატში მდებარე ლაბორატორიებიდან და საწყობებიდან ამოიღეს. ოპერაციაში ჩართული იყვნენ სამხედროებიც. მათი მონაცემებით, მხოლოდ ერთ ობიექტზე 1 250 კილოგრამი ნარკოტიკი ნახეს.
შეგახსენებთ, ბოლო პერიოდში, ნარკოტრაფიკის აღკვეთის მიზნით, შეერთებული შტატების მხრიდან მექსიკაზე ზეწოლა მნიშვნელოვნადაა გაზრდილი.
ეს ერთ-ერთი პირობაა, რომელიც ტრამპმა მექსიკას იმპორტზე ტარიფების დაწესების თავიდან ასაცილებლად წაუყენა.