1746007492
მედვედევი აცხადებს, რომ დონალდ ტრამპმა უკრაინის ხელისუფლება გატეხა და ახლა კიევს აშშ-ის სამხედრო დახმარებისთვის გადახდა წიაღისეულით მოუწევს

რუსეთის უშიშროების საბჭოს თავმჯდომარის მოადგილემ, დიმიტრი მედვედევმა განაცხადა, რომ კიევის ხელისუფლებას აშშ-ს სამხედრო დახმარებისთვის ეროვნული სიმდიდრეებით გადახდა მოუწევს.
მისივე თქმით, დონალდ ტრამპმა ამ საკითხზე კიევის „გატეხვა“ შეძლო.
„ტრამპმა გატეხა კიევის რეჟიმი, რომ ამერიკული დახმარებისთვის წიაღისეული რესურსებით გადაიხადოს. ახლა სამხედრო დახმარებისთვის მათ გადახდა გაქრობის პროცესში მყოფი ქვეყნის ეროვნული სიმდიდრეებით მოუწევთ“, – დაწერა მედვედევმა „ტელეგრამის“ არხზე.
ცნობისთვის, 30 აპრილს აშშ-მა და უკრაინამ ვაშინგტონში ხელი მოაწერეს სასარგებლო წიაღისეულის შესახებ შეთანხმებას, რაც ერთობლივი საინვესტიციო ფონდის შექმნას ითვალისწინებს.