1746007492
ლევან მაჭავარიანი - სამწუხაროდ, „ევროპის სახალხო პარტია“ მიხეილ სააკაშვილს და „ნაციონალურ მოძრაობას“ გულშემატკივრობს

სამწუხაროდ, „ევროპის სახალხო პარტია“ მიხეილ სააკაშვილს და „ნაციონალურ მოძრაობას“ გულშემატკივრობს, ალბათ, მათ კონფერენციაზე სააკაშვილისთვის თავისუფალი სკამიც გახსოვთ, ისინი თვლიან, რომ თურმე, სააკაშვილი პოლიტპატიმარია და დაუყოვნებლივ უნდა გავათავისუფლოთ, – ამის შესახებ „ქართული ოცნების“ წევრმა, ლევან მაჭავარიანმა განაცხადა.
მისი თქმით, სააკაშვილი კრიმინალია, რომლის საქმეს სტრასბურგის სასამართლოში წაიღეს, მაგრამ ევროპის სასამართლომ თქვა, რომ ქართული სასამართლო მაღალი სტანდარტით მოქმედებს.
„როცა ისინი კრიმინალის გათავისუფლებას ითხოვენ, ეს არასერიოზულია. კი ბატონი, მსოფლიოში კრიმინალის პოპულარიზაციას ხელი შეუწყონ, რითაც მათივე რეპუტაცია კნინდება“, – განაცხადა მაჭავარიანმა.