ედიშერ გვენეტაძე: ფულზე გაყიდულმა და უმადურმა, ბ-ნი ბიძინა ივანიშვილის წყალობით საქვეყნოდ მარაქაში გარეულმა, „ჯინჯოლია“ ბაჩიაშვილმა, ვერ სძლია შინაგან ბოროტებას, თუმცა სამართალმა პური ჭამა და სასამართლომ დაავალდებულა ბაჩიაშვილი უკან დააბრუნოს სხვაზე მოპარული 9000 ბიტკოინი

ედიშერ გვენეტაძე

ფულზე გაყიდულმა და უმადურმა ბ-ნი ბიძინა ივანიშვილის წყალობით საქვეყნოდ მარაქაში გარეულმა "ჯინჯოლია" ბაჩიაშვილმა ვერ სძლია შინაგან ბოროტებას. ურცხვად მოჰპარა ბიძინა ივანიშვილს 9000 ბიტკოინი,- ასე ეხმიანება ექსპერტი, ედიშერ გვენეტაძე თბილისის საქალაქო სასამართლოს გადაწყვეტილებას, რომლითაც „ქართული ოცნების“ დამფუძნებლის, ბიძინა ივანიშვილის, სარჩელი სრულად დაკმაყოფილდა.

გვენეტაძის თქმით, სამართალმა პური მაინც ჭამა და სასამართლომ დაავალდებულა ბაჩიაშვილი უკან დააბრუნოს სხვაზე მოპარული და მითვისებული 9000 ბიტკოინი.

„დიახ ყველა კანონი ცუდია, მაგრამ კანონი კანონია და ის უნდა აღსრულდესო-ამბობდნენ ძველი რომაელები.ფულზე გაყიდულმა და უმადურმა ბ-ნი ბიძინა ივანიშვილის წყალობით საქვეყნოდ მარაქაში გარეულმა "ჯინჯოლია"-ბაჩიაშვილმა ვერ სძლია შინაგან ბოროტებას. ურცხვად მოჰპარა ბიძინა ივანიშვილს 9000 ბიტკოინი. ამ ქმედებით, მან იმ კაცს დაუწყო გახდა, ვინც ჩააცვა. ამ ავკაცობის გამჟღავნების შემდეგ, ბაჩიაშვილმა ქვეყნიდან ქურდულად გაქცევის მეშვეობით სცადა კანონზე თავის არიდება.თუმცა სამართალმა პური ჭამა და სასამართლომ დაავალდებულა ბაჩიაშვილი უკან დააბრუნოს სხვაზე მოპარული და მითვისებული 9000 ბიტკოინი“,-წერს ედიშერ გვენეტაძე.