მედიის ცნობით, ირანის წინადადება აშშ-ის მიმართ მოიცავს ომის დასრულებას ყველა ფრონტზე, სანქციების მოხსნას, აშშ-ის საზღვაო ბლოკადის დასრულებას და თავდაუსხმელობის გარანტიებს

irani

ირანის სამშვიდობო წინადადება აშშ-ის მიმართ მოითხოვს ომის დასრულებას ყველა ფრონტზე, – ამის შესახებ ინფორმაციას „სქაი ნიუსი“ ირანულ მედიაზე დაყრდნობით ავრცელებს.

მედიის ინფორმაციით, ირანის მიერ შეთავაზებული ტექსტი ომის ყველა მიმართულებით დასრულების აუცილებლობას უსვამს ხაზს.

გავრცელებული ცნობით, ტექსტი, რომელიც ამერიკულ მხარეს პაკისტანის მეშვეობით გაეგზავნა, აშშ-ს სანქციების მოხსნისკენ მოუწოდებს.

ასევე, ხაზს უსვამს ჰორმუზის სრუტეში აშშ-ის საზღვაო ბლოკადის დასრულების აუცილებლობას, პირველადი შეთანხმების გაფორმების შემდეგ.

ომის დაუყოვნებლივ დასრულების გარდა, ირანის წინადადება ასევე მოითხოვს გარანტიებს, რომ ირანზე თავდასხმები აღარ განახლდება.