მედიის ცნობით, დონეცკის ოლქზე რუსეთის საჰაერო თავდასხმას ხუთი ადამიანი ემსხვერპლა

დონეცკი

 მედიის ცნობით, დონეცკის ოლქზე რუსეთის საჰაერო თავდასხმას ხუთი მშვიდობიანი მოქალაქე ემსხვერპლა, ხოლო 11 დაშავდა, - ამის შესახებ ინფორმაციას Pravda დონეცკის რეგიონულ პროკურატურაზე დაყრდნობით ავრცელებს.

მათივე ცნობით, ქალაქ სელიდოვოში თავდასხმა მართვადი საავიაციო ბომბით განახორციელეს.

რუსულმა მხარემ თავდასხმა ორჯერ, ერთი საათის შუალედით განახორციელა. მეორე დარტყმა დასახლებულ პუნქტზე მოხდა. დაზიანებულია საცხოვრებელი კორპუსები, მანქანები და ადგილობრივი ინფრასტრუქტურა.