1773348202
მედია: თურქეთში, NATO-ს ინჯირლიკის ბაზაზე განგაშის სიგნალების ხმა გაისმა
თურქეთში, ნატო-ს ინჯირლიკის ბაზაზე განგაშის სიგნალების ხმა გაისმა.
აშშ-ის ჯარები ქვეყნის სამხრეთით, ქალაქ ადანის მახლობლად არიან განლაგებულნი.
ინციდენტთან დაკავშირებით ოფიციალური განცხადება ჯერ არ გამოქვეყნებულა. ეს მოხდა ოთხი დღის შემდეგ, რაც ნატო-ს საჰაერო თავდაცვამ თურქეთის საჰაერო სივრცეში ირანიდან გაშვებული ბალისტიკური რაკეტა ჩამოაგდო, რაც ბოლო ხუთი დღის განმავლობაში მეორე შემთხვევა იყო.
ადგილობრივი მედიის ცნობით, სირენების ხმებმა ადანის მცხოვრებლები ადგილობრივი დროით დილის 03:25 საათზე გააღვიძა და დაახლოებით ხუთი წუთის განმავლობაში ისმოდა. ამბობენ, რომ ბაზაზე განგაშის წითელი დონე გამოცხადდა.











