ირანს, თავდაცვის გარდა, სხვა არჩევანი არ აქვს - ირანის პრეზიდენტი
1772644684
აზერბაიჯანის ნახიჩევანის რეგიონში მდებარე აეროპორტზე ირანული დრონების ჩამოვარდნის შედეგად დაშავებულთა რიცხვი ოთხამდე გაიზარდა. ინფორმაციას აზერბაიჯანული მედია ავრცელებს.
მანამდე ვრცელდებოდა ინფორმაცია ორი დაშავებულის შესახებ.
მედიის ცნობით, ყველა დაშავებული ნახიჩევანის რესპუბლიკურ საავადმყოფოშია გადაყვანილი. ორ დაშავებულს ბაროტრავმა აღენიშნება, ხოლო დანარჩენ ორს - ზურგის არეში ბლაგვი საგნით მიყენებული დაზიანება.
დაშავებულების მდგომარეობა სტაბილურია.
მედიის ცნობით, ცოტა ხნის წინ ირანმა აზერბაიჯანის ნახიჩევანის რეგიონში მდებარე აეროპორტს უპილოტო საფრენი აპარატებით შეუტია.