მატილდა გვარლიანი იტალიური Vogue -ის მაისის ნომრისთვის გადაიღეს

მატილდა

ქართველი ტოპ მოდელი აგრძელებს მოდის ბიბლიად წოდებულ ჟურნალთან თანამშრომლობას. ამჯერად მატილდა გვარლიანის ფოტოები ვოგის იტალიურ გამოცემაში დაიბეჭდა. მატილდა Vogue Italia -სთვის ფოტოგრაფმა Alice Neale-მა გადაიღო.

აქვე გეტყვით, რომ წელს, მატილდა გვარლიანი გახდა პირველი ქართველი მოდელი, რომელიც საერთაშორისო პლატფორმა Models.com-მა TOP 50 მოდელში დაასახელა.

Models.com -ის საერთაშორისო პლატფორმაზე აღნიშნულია, რომ TOP 50 მოდელში ხვდებიან ახალგაზრდა ტოპ მოდელები, რომლებმაც მიიქციეს ცნობილი ბრენდების, ჟურნალებისა და ფოტოგრაფების ყურადღება. შესაბამისად, სწორედ მათ აქვთ რეალური შანსი გახდნენ მომავალი სუპერ მოდელები.