რატომ გვესიზმრებიან გარდაცვლილი ახლობლები და რაზე გვაფრთხილებს ასეთი სიზმარი
1737751527
28 წლის მამაკაცის მკვლელობის დეტალები "კურიერთან", მოკლულის დეიდაშვილმა გაიხსენა. ირკვევა, რომ ლევან ჯანგულაშვილი სასიკვდილოდ მისმა მეგობარმა გაიმეტა.
ცხედარი, მკვლელმა კვალის დაფარვის მიზნით დაწვა, შემდეგ კი დანაშაულის ადგილიდან მიიმალა. ლევან ჯანგულაშვილის დეიდაშვილი ჰყვება, რომ მეგობარმა მეგობარი მშენებარე კორპუსის მე-7 სართულზე აიყვანა, შემდეგ კი თავში ბლაგვი საგანი ჩაარტყა და უგონო მდგომარეობაში მყოფი მაღალი სართულიდან გადააგდო.
„კურიერის“ ინფორმაციით მკვლელობა ვაშლიჯვარში მოხდა. დანაშაულს წინ უძღოდა მეგობრებს შორის კონფლიქტი. ლევან ჯანგულაშვილის ცხედარი სამართალდამცველებმა გოძიაშვილის ქუჩაზე იპოვეს. ჩატარებული სამძებრო საგამოძიებო მოქმედებების შემდეგ, პოლიციამ 23 წლის მამაკაცი დააკავა.
გავრცელებულ ინფორმაციით, 28 წლის ლევან ჯანგულაშვილს ოჯახი 12 იანვრიდან ეძებდა. მოკლულის ახლობლები იხსენებენ, რომ ძებნის პროცესში თავად მკვლელიც იყო ჩართული, მეტიც კვალის არევის მიზნით, ის ირწმუნებოდა რომ ჯანგულაშვილი ბოლოს უცნობ პირთან ერთად ნახა.
დაკავებული, დროებითი მოთავსების იზოლატორშია. მას ბრალი პროკურატურამ უკვე წარუდგინა. 23 წლის მამაკაცი მეგობრის განზრახ მკვლელობის საქმეზეა ბრალდებული. ადვოკატი ამ ეტაპზე საქმის დეტალებზე არ საუბრობს, უცნობია დაკავებულის პოზიციაც.
მეგობრის მკვლელობაში ბრალდებულს, დანაშაულის ჩადენის დამტკიცების შემთხვევაში 15 წლამდე პატიმრობა ემუქრება. ხვალ, სასამართლო დაკავებულის მიმართ აღვკვეთ ღონისძიებაზე იმსჯელებს.