მნიშვნელოვანი ინფორმაცია პენსიის და სოციალური დახმარებების მიმღებთა საყურადღებოდ
1763543117
ილონ მასკმა განაცხადა, რომ Grokipedia-ს სტატიების ასლები დროდადრო მთელ მზის სისტემაში გავრცელდება. ბიზნესმენმა სოციალურ ქსელ X-ში დაწერა, რომ ეს კაცობრიობის ცოდნის გადასარჩენად არის საჭირო.
მისი თქმით, ამგვარად ცოდნა მომავალ ცივილიზაციებს გადაეცემა, თუ ჩვენი „განადგურდება ან ბარბაროსობაში ჩაეფლობა“. „ჩვენ ალექსანდრიის ბიბლიოთეკის გაკვეთილი გულთან ახლოს მიგვაქვს“, - დასძინა მასკმა.
ალექსანდრიის ბიბლიოთეკა ძველი სამყაროს ერთ-ერთი უდიდესი და მნიშვნელოვანი საცავი იყო. მან არსებობა ჩვენი წელთაღრიცხვით დაახლოებით 273 წელს შეწყვიტა.
ილონ მასკმა ასევე აღნიშნა, რომ Grokipedia-ს სახელს გადაარქმევს და „გალაქტიკურ ენციკლოპედიას“ დაარქმევს, როდესაც ის ამ სახელწოდებას შეესაბამება. პროექტი ჩაფიქრებულია, როგორც სამყაროს შესახებ ცოდნის ღია კოდის მქონე უზარმაზარი საცავი.
მასკმა Grokipedia ოქტომბრის ბოლოს, Wikipedia-ს შემცვლელად წარადგინა. პლატფორმა კომპანია xAI-ის ხელოვნური ინტელექტის ბაზაზეა შექმნილი. გაშვების მომენტში საიტზე 885 279 სტატია იყო.