მარკო რუბიო: უკრაინაში მიმდინარე რთული და სასიკვდილო ომის დასრულება სერიოზული და რეალისტური იდეების გაცვლას საჭიროებს. მყარი მშვიდობის მიღწევა მოითხოვს, რომ ორივე მხარე რთულ, მაგრამ საჭირო დათმობებზე წავიდეს

მარკო რუბიო

აშშ-ის სახელმწიფო მდივანი მარკო რუბიო პრეზიდენტ დონალდ ტრამპის მიერ უკრაინის შესახებ 28-პუნქტიან სამშვიდობო გეგმას გამოეხმაურა და აღნიშნა, რომ ომის დასრულება სერიოზული და რეალისტური იდეების გაცვლას საჭიროებს.

„უკრაინაში მიმდინარე რთული და სასიკვდილო ომის დასრულება სერიოზული და რეალისტური იდეების გაცვლას საჭიროებს. მყარი მშვიდობის მიღწევა მოითხოვს, რომ ორივე მხარე რთულ, მაგრამ საჭირო დათმობებზე წავიდეს. ზუსტად ამიტომ ჩვენ ვაგრძელებთ შესაძლო იდეების სიაზე მუშაობას, რომელიც ომს შეაჩერებს, ვეყრდნობით რა, კონფლიქტში მონაწილე ორივე მხარის წინადადებებს“, - დაწერა რუბიომ სოციალუ ქსელ X-ში.

ცნობისთვის, გუშინ გამოცემა Axios-მა რუსეთ-უკრაინის ომის დასრულების გეგმა გაასაჯაროვა. გამოცემის ინფორმაციით, გეგმაზე აშშ და რუსეთი ფარულად მუშაობდნენ. Axios-ის ინფორმაციით, ამ გეგმის თანახმად, აშშ მზადაა, ყირიმი და დონბასი რუსეთის ტერიტორიად აღიაროს. ტრამპის გეგმა უკრაინისგან მაქსიმალურ დათმობებს მოითხოვს.