„მასკი ყოჩაღია, ეკუთვნის ოფიცრის რიგგარეშე წოდება“, - ილონ მასკმა მედვედევის მოწონება დაიმსახურა

მედვედევი

მასკი ყოჩაღია, ეკუთვნის ოფიცრის რიგგარეშე წოდება, – ასე გამოეხმაურა ილომ მასკის მიერ უკრაინა-რუსეთის კონფლიქტის შესახებ გამოქვეყნებულ პოსტებს რუსეთის უშიშროების საბჭოს თავმჯდომარის მოადგილე, ყოფილი პრემიერი დიმიტრი მედვედევი.

„ტელეგრამ “არხში გამოქვეყნებულ განცხადებაში, მედვედევმა მასკი კინოფილმ „გაზაფხულის ჩვიდმეტი გაელვების“ პერსონაჟს, საბჭოთა ჯაშუშს შტირლიცს, იგივე იუსტასს შეადარა.

„მასკი ყოჩაღია. ეკუთვნის ოფიცრის რიგგარეშე წოდების მიკუთვნება. თუმცა, ნაადრევად გაიშიფრა იუსტასი. შემდეგი პოსტი იქნება რამე მსგავსი „უკრაინა ხელოვნურად შექმნილი სახელმწიფოა”, – წერე მედვედევი „ტელეგრამ“ არხში.

ცნობისთვის, Tesla-ს ხელმძღვანელმა, ილონ მასკმა Twitter-ზე ხელმომწერებს შესთავაზა გამოკითხვა, რომელშიც გამოთქვა საკუთარი პოზიცია რუსეთის მიერ ანექსირებული ყირიმის საკუთრების საკითხის გადაწყვეტის შესახებ.

„მშვიდობა უკრაინასა და რუსეთს შორის:

- განმეორებითი არჩევნები ანექსირებულ რეგიონებში გაეროს ზედამხედველობით. რუსეთი გადის, თუკი ხალხის ნება იქნება.

- ყირიმი ფორმალურად რუსეთის შემადგენლობაშია, როგორც ეს იყო 1783 წლიდან (ხრუშჩოვის შეცდომამდე).

„ ყირიმის წყალმომარაგება უზრუნველყოფილია“ , - წერს მასკი.

მასკის საპასუხოდ გამოკითხვა დადო უკრაინის პრეზიდენტმა, ვოლოდიმირ ზელენსკიმ:

„რომელი ილონ მასკი უფრო მოსწონს მოსახლეობას, ის, ვინც მხარს უჭერს უკრაინას თუ რუსეთს?“, - წერს ზელენსკი.