დაათვალიერეთ ფოტოები და ნივთები, რომლებიც ილონ მასკის კოლეჯის შეყვარებულმა აუქციონზე 165 000$-ად გაყიდა

მასკი

ილონ მასკის ყოფილმა შეყვარებულმა, ჯენიფერ გვინმა, კოლეჯის პერიოდის ფოტოები და სამახსოვრო ნივთები აუქციონზე $165 000-ად გაყიდა. ილონ მასკი და ჯენიფერ გვინი ერთმანეთს 1994 წელს ხვდებოდნენ, როცა პენსილვანიის უნივერსიტეტში სწავლობდნენ.

ჯენიფერმა აუქციონზე ილონ მასკის აქამდე უცნობი 18 ფოტო და სამახსოვრო ნივთები გაყიდა. ყველაზე ძვირად  ილონ მასკის მიერ ჯენიფერისთვის ნაჩუქარი ზურმუხტისთვლიანი ყელსაბამი გაიყიდა, რომელშიც $51 000 გადაიხადეს. სტუდენტებთან ერთად გადაღებული მასკისა და გვინის ფოტო კი $42 000-ად გაიყიდა. დაბადების დღის მისალოცი ბარათი, რომელშიც ილონი ჯენიფერს "ბუ-ბუს" ეძახის, $17 000-ად შეიძინეს.

ილონ მასკს აუქციონის შესახებ კომენტარი არ გაუკეთებია, თუმცა Twitter-ის მთავარი ფოტო შეცვალა და გაყიდული სურათებიდან სწორედ ერთ-ერთი გამოიყენა.