მარტა კოსი - „ქართული ოცნების“ საკანონმდებლო ცვლილებები კიდევ უფრო გამოუთხრის ძირს მოქალაქეთა გამოხატვისა და შეკრების თავისუფლებას

მარტა კოსი

„ქართული ოცნების“ მიერ შემოთავაზებული საკანონმდებლო ცვლილებები კიდევ უფრო გამოუთხრის ძირს მოქალაქეთა გამოხატვისა და შეკრების თავისუფლების უფლებებს, – ამის შესახებ გაფართოების საკითხებში ევროკომისარმა, მარტა კოსმა სოციალურ ქსელში დაწერა.

მისივე შეფასებით, საქართველოში ბოლო მოვლენები შემაშფოთებელია.

„მოვუწოდებთ საქართველოს ხელისუფლებას, შეცვალოს კურსი და დაუბრუნდეს საქართველოს ევროკავშირისკენ მიმავალ გზას, პატივი სცეს ქართველი ხალხის ნებას“, – წერს მარტა კოსი.