მომხმარებელმა „შპს იფქლის“ პურში უცხო სხეული აღმოაჩინა - საწარმოს წარმოების პროცესი შეუჩერეს
1738841762
საქპატენტი საქართველოს ინტელექტუალური საკუთრების სფეროში პოლიტიკის განმსაზღვრელი უწყებაა, რომელიც აქტიურადაა ჩართული ინოვაციებისა და ტექნოლოგიების განვითარებაზე მიმართულ სხვადასხვა ღონისძიების, მათ შორის, ათასწლეულის ინოვაციის კონკურსის განხორციელებაში. საქპატენტი მრავალი წელია თანამშრომლობს ათასწლეულის გამოწვევის ფონდთან და 2014 წლიდან – კონკურსის დაარსებიდან წარმოდგენილია კონკურსის ჟიურის შემადგენლობაში და მონაწილეობს საკონკურსო პროექტების შეფასებასა და გამარჯვებული გუნდების შერჩევაში.
ათასწლეულის ინოვაციის კონკურსი ხელს უწყობს მოსწავლე ახალგაზრდებში ინოვაციური და შემოქმედებითი უნარების განვითარებასა და გუნდური მუშაობის ჩვევების გამომუშავებას. კონკურსის მიზანია, ასევე, ინოვაციური საქმიანობის საჭიროებებზე ყურადღების გამახვილებითა და, ამავე დროს, შემოქმედებითი შრომის შედეგების წახალისებით, მოსწავლეებში ინტერესის გაღვივება ტექნიკური თუ საბუნებისმეტყველო პროფესიებისადმი და სამეცნიერო სფეროში ახალგაზრდა კადრების მოზიდვა.
დასკვნით, შემაჯამებელ ღონისძიებაზე გამოავლინეს 2024 წლის გამარჯვებული გუნდები და გამოიფინა კონკურსანტების მიერ შექმნილი ობიექტები. კონკურსის ფინალურ ეტაპზე გამოიკვეთა საუკეთესო 11 გუნდი, მათ შორის კონკურსის გამარჯვებული და 1-ელი ადგილის მფლობელი გახდა გუნდი MARINE GUARD, რომელმაც კონკურსზე წარადგინა პროექტი „წყლის ნავთობისაგან გამწმენდი უპილოტო ნავი“, მე-2 ადგილი მოიპოვა გუნდმა STARFISH პროექტით „ჭკვიანი, ეკომეგობრული თევზის ფერმა“, ხოლო მე-3 ადგილზე გავიდა გუნდი PEST PATROL, რომლის პროექტი გახლდათ „Pest Patrol ჭკვიანი დრონი – სასოფლო-სამეურნეო მცენარეთა მავნებლების დეტექტორი“.
საქპატენტი, როგორც კონკურსის მუდმივი და აქტიური მხარდამჭერი, ყოველ წელს აჯილდოებს კონკურსის ფინალში გასულ ერთ-ერთ გუნდს. საქპატენტის თავმჯდომარემ სოსო გიორგაძემ 2024 წლის ათასწლეულის ინოვაციის კონკურსის დაჯილდოების ცერემონიაზე საქპატენტის რჩეული გუნდი BEES დააჯილდოვა და საქპატენტის მიერ დაწესებული სპეციალური პრიზი და საჩუქრები გადასცა გუნდის წევრებს – სანდრო ჩიქოვანს, ლაზარე ჩაჩუას, ელენე ლუხუტაშვილს, დემეტრე ხაჩიძეს და დაჯი კუჭავას.
BEES-ის საკონკურსო პროექტის „ფუტკრის შხამის მიღების მართვის პროცესი და კონტროლი“ მიხედვით, ფუტკრის შხამის ამოღების ეფექტიანობა მიიღწევა ფუტკრის დაღუპვის რისკების შემცირებით. მოწყობილობაზე მუდმივი ძაბვის სიხშირის, პერიოდის და ამპლიტუდის პირობებში ხდება ძაბვის იმპულსის ხანგრძლივობის შემცირება, ანუ მეჩხერიანობის გაზრდა. გარდა ამისა, ძაბვის მიწოდებებს შორის შუალედში ფუტკარზე ზემოქმედებას ახდენენ 30 ჰერცის სიხშირის ბგერითი იმპულსებით.
კონკურსის ორგანიზატორია ათასწლეულის გამოწვევის ფონდი, რომელიც, საქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის სამინისტროსთან თანამშრომლობითა და ამერიკის შეერთებული შტატების საელჩოს ფინანსური მხარდაჭერით, ახორციელებს ათასწლეულის ინოვაციის კონკურსის პროექტს. ამასთანავე, საქპატენტთან ერთად ღონისძიების მხარდამჭერნი არიან საქართველოს ინოვაციებისა და ტექნოლოგიების სააგენტო (GITA), ლიბერთი ბანკი და EPAM Georgia.