მარტა კოსი: ევროკავშირმა ალბანეთის გაწევრიანების შესახებ მოლაპარაკებების პროცესში ბოლო ქვეთავი გახსნა, ეს აჩვენებს, რომ ევროკავშირი ასრულებს კანდიდატი ქვეყნების წინაშე აღებულ ვალდებულებებს

მარტა კოსი

ალბანეთისთვის განსაკუთრებული დღეა, რადგან ევროკავშირმა გაწევრიანების შესახებ მოლაპარაკებების პროცესში ყველა, 33-ვე ქვეთავი გახსნა, – აღნიშნულის შესახებ გაფართოების საკითხებში ევროკომისარმა მარტა კოსმა ალბანეთის პრემიერ-მინისტრთან ერთობლივ პრესკონფერენციაზე განაცხადა.

კოსის თქმით, ეს აჩვენებს, რომ ევროკავშირი ასრულებს კანდიდატი ქვეყნების წინაშე აღებულ ვალდებულებებს.

ცნობისთვის, ალბანეთმა ევროკავშირში გაწევრიანების შესახებ მოლაპარაკებები 2010 წელს დაიწყო.