მარკო რუბიო ვაშინგტონში იოჰან ვადეპულს შეხვდა

მარკო რუბიო

აშშ-ის სახელმწიფო მდივანი მარკო რუბიო ვაშინგტონში გერმანიის საგარეო საქმეთა მინისტრს, იოჰან ვადეპულს შეხვდა.

„შევხვდი გერმანიის საგარეო საქმეთა მინისტრს, იოჰან ვადეპულს რათა განგვეხილა ახლო აღმოსავლეთში არსებული სიტუაცია. კიდევ ერთხელ გამოვხატეთ ჩვენი საერთო ვალდებულება, უზრუნველვყოთ, რომ ირანმა არასდროს მიიღოს ან განავითაროს ბირთვული იარაღი”, – წერს რუბიო.

რუბიოს თქმით, შეხვედრაზე კიდევ ერთხელ დაადასტურეს ნატო-ში პასუხისმგებლობის უფრო თანაბრად გადანაწილებისა და რუსეთსა და უკრაინას შორის მდგრადი მშვიდობის დამყარების აუცილებლობა.

„კიდევ ერთხელ დავადასტურეთ ნატო-ში ტვირთის გადანაწილებისა და რუსეთსა და უკრაინას შორის მდგრადი მშვიდობის მიღწევის აუცილებლობა“, – წერს რუბიო.

თავის მხრივ, შეხვედრის შემდეგ, გერმანიის საგარეო საქმეთა მინისტრმა განაცხადა, რომ ირანთან ნებისმიერი სამომავლო შეთანხმების ჩამოყალიბებაში ევროპულმა ქვეყნებმა გადამწყვეტი როლი უნდა ითამაშონ.

ვადეპულმა დაადასტურა, რომ აშშ-სა და ირანს შორის მოლაპარაკებები 30 ივნისს განახლდება.