მარკო რუბიო სომხეთსა და აზერბაიჯანს შორის სამშვიდობო ხელშეკრულებაზე: ახლა დროა, სამხრეთ კავკასიის ხალხებისთვის კეთილდღეობის ახალი ეპოქა გავხსნათ

მარკო რუბიო

აშშ მაღალ შეფასებას აძლევს სომხეთსა და აზერბაიჯანს შორის ისტორიული სამშვიდობო ხელშეკრულების შესახებ მოლაპარაკებების დასრულებას, - განაცხადა აშშ-ის სახელმწიფო მდივანმა, მარკო რუბიომ.

„ეს არის შესაძლებლობა ორივე ქვეყნისთვის, ათწლეულების წინანდელი კონფლიქტის ფურცელი გადაშალონ უფრო მშვიდობიანი მსოფლიოს შესახებ პრეზიდენტ ტრამპის ხედვის შესაბამისად. ახლა დროა, ავიღოთ პასუხისმგებლობა მშვიდობაზე, ხელი მოვაწეროთ ხელშეკრულებას და მისი რატიფიცირება მოვახდინოთ და სამხრეთ კავკასიის ხალხებისთვის კეთილდღეობის ახალი ეპოქა გავხსნათ“, - დასძინა მან.