საბურთალოზე მოძრაობის წესი შეიცვალა - თბილისის მერია დეტალურ ინფორმაციას აქვეყნებს
1788684420
ამერიკის სახელმწიფო მდივანი, მარკო რუბიო სოციალურ ქსელ X-ში მხარს უჭერს პრეზიდენტ დონალდ ტრამპის მკაცრ საიმიგრაციო პოლიტიკას, რომელიც არალეგალი მიგრანტების მასობრივ დეპორტაციას ითვალისწინებს.
ლოს-ანჯელესში მიმდინარე არეულობის ფონზე რუბიო წერს, რომ თითოეულ ერს აქვს თავდაცვის არათუ უფლება, არამედ ვალდებულება.
სახელმწიფო მდივნის თქმით, არცერთი სახელმწიფო არ არის ვალდებული, რომ უცხოელი კრიმინალები შეიფაროს.
რუბიოს განცხადებით, დაუშვებელია, რომ არალეგალმა კრიმინალებმა შეერთებული შტატების ტერიტორიაზე დანაშაულებრივი ქმედებები განაგრძონ.