ჟურნალისტისთვის პროფესიულ საქმიანობაში ხელის შეშლის ფაქტზე საქართველოს პროკურატურამ გამოძიება დაიწყო
1749750664
შინაგან საქმეთა სამინისტროში ცოტა ხნის წინ განცხადება გააკეთა მინისტრის მოადგილემ. ალექსანდრე დარახველიძემ ისაუბრა კონკრეტულ შემთხვევასთან დაკავშირებით.
საქმე ეხება ერთ-ერთ რესტორანთან მომხდარ დაპირისპირებას, რა დროსაც, მოქალაქეებს შორის მომხდარი ჩხუბის დროს კონკრეტულმა პირებმა დაზიანებები მიიღეს. ამის შემდეგ, დაიწყო საგამოძიებო მოქმედებები. პოლიციის ერთ-ერთ განყოფილებაში გამოკითხვაზე მისული პირი შეუძლოდ გახდა.
მინისტრის მოადგილის განცხადებით, სამართალდამცველებმა სამედიცინო დახმარება გამოიძახეს და მამაკაცი კლინიკაში გადაიყვანეს, თუმცა ის ორ დღეში გარდაიცვალა. ფაქტის შესახებ მოხდა სპეციალური საგამოძიებო სამსახურის ინფორმირება.
ალექსანდრე დარახველიძე მოუწოდებს მედიას და საზოგადოებას, არ გაავრცელონ არასწორი ინფორმაცია.