საბურთალოზე მოძრაობის წესი შეიცვალა - თბილისის მერია დეტალურ ინფორმაციას აქვეყნებს
1788684420
პოლონეთში, დიდი ოდენობის ნარკოტიკების შეტანის ბრალდებით საქართველოს ორი მოქალაქე დააკავეს.
პროკურატურის ინფორმაციით, კოკაინი ავტომობილის ნაწილებით სავსე ტვირთში ჰქონდათ დამალული.
ამოღებულია 100 კილოგრამზე მეტი კოკაინი, რომლის დაახლოებითი საბაზრო ღირებულება 10 მილიონ აშშ დოლარზე მეტია.
ქართველებს 3 თვიანი წინასწარი პატიმრობა შეუფარდეს, ბრალის დამტკიცების შემთხვევაში მათ 20 წლით თავისუფლების აღკვეთა ემუქრებათ.
საქმეზე გამოძიება გრძელდება.