რატომ ვსუქდებით „ნერვიულობაზე“ და როგორ დავამარცხოთ კორტიზოლის მუცელი – ნატა გაგუას რჩევები
1764795505
ჩვენ თუ ვცდილობთ ქვეყნების დახმარებას, დავეხმაროთ ამ ქვეყნებს და არა არასამთავრობო ორგანიზაციებს, – ამის შესახებ აშშ-ის სახელმწიფო მდივანმა, მარკო რუბიომ კენიის პრეზიდენტთან ჯანდაცვის სფეროში თანამშრომლობის შესახებ შეთანხმების ხელმოწერის ცერემონიაზე განაცხადა.
„რატომ ვქირაობთ ამერიკულ და საერთაშორისო არასამთავრობო ორგანიზაციებს სხვა ქვეყნებში ჯანდაცვის სისტემების სამართავად, რომლებიც პარალელურია და, ზოგჯერ, კონფლიქტშია მასპინძელი ქვეყნის ჯანდაცვის სისტემებთან? ჩვენ თუ ვცდილობთ ქვეყნების დახმარებას, დავეხმაროთ ქვეყნებს, ნუ დავეხმარებით არასამთავრობო ორგანიზაციას, რომ შევიდეს ქვეყანაში და იპოვოს ბიზნესის ახალი ხაზი. აი, ეს არის ის მოდელი, რომელსაც ჩვენ ვანგრევთ. ჩვენ ამას აღარ გავაკეთებთ. არ ვაპირებთ მილიარდობით დოლარის დახარჯვას არასამთავრობო ორგანიზაციების ინდუსტრიული კომპლექსის დაფინანსებაზე, მაშინ როცა ახლო და მნიშვნელოვან პარტნიორებს, როგორიცაა კენია ან არანაირი როლი არ აქვთ, ან ძალიან მცირე გავლენა აქვთ იმაზე, თუ როგორ იხარჯება ჯანდაცვისთვის გამოყოფილი თანხები. საბოლოო ჯამში, თუ გსურთ ქვეყნის დახმარება, ითანამშრომლეთ ამ ქვეყანასთან და არა მესამე მხარესთან, რომელიც ამ ქვეყანას რაღაცებს უწესებს“, – განაცხადა მარკო რუბიომ.
როგორც მარკო რუბიომ აღნიშნა, წლების განმავლობაში შეერთებულმა შტატებმა მილიარდობით დოლარი დახარჯა ჯანდაცვის სფეროში დასახმარებლად მთელ მსოფლიოში.
მისი თქმით, ძირითადად დახმარების გაწევა ხდებოდა არასამთავრობო ორგანიზაციების შუამავლობით.
„ჩვენ ვპოულობდით არასამთავრობო ორგანიზაციას, ვაძლევდით მათ მთელ ფულს, ვეუბნებოდით, რომ წასულიყვნენ ამ ქვეყანაში და მათთვის ჯანდაცვის პროგრამა განეხორციელებინათ. შემდეგ ეს არასამთავრობო ორგანიზაცია აიღებდა ამ თანხის გარკვეულ პროცენტს მათი ადმინისტრაციული ხარჯებისთვის და როდესაც საქმის არსამდე მივიდოდნენ, მასპინძელ ქვეყანას ძალიან მცირე გავლენა ჰქონდა, ეს ერთგვარად მათთვის თავს მოხვეული იყო და საერთო თანხის მხოლოდ გარკვეული პროცენტი აღწევდა პაციენტებამდე და იმ ადამიანებამდე, რომელთა დახმარებასაც ვცდილობდით ამ ხარჯებით“, – განმარტა მარკო რუბიომ.